2025 წლის 19-20 ივნისს ალტე უნივერსიტეტი მასპინძლობს სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციას თემაზე- ინოვაციები, საზოგადოება და მომავალი (ISF).
კონფერენციის მიზანია სტუდენტური კვლევების და შემოქმედებითი ნაშრომების გაზიარება საერთაშორისო, ინტერდისციპლინურ და მულტიდისციპლინურ გარემოში.
კონფერენციის თარიღი- 2025 წლის 19 ივნისი-ადგილზე შეხვედრა, ALTE University, თბილისი, საქართველო.
2025 წლის 20 ივნისი — ონლაინ სესია საერთაშორისო სტუდენტებისთვის.
საკონფერენციო თემატიკა: მედიცინა და ჯანდაცვა (AI მედიცინაში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევები, სამედიცინო ეთიკა) სამართალი და სოციალური მეცნიერებები (სამართლის ტექნოლოგიები, ადამიანის უფლებები, ციფრული კონფიდენციალურობა, ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში) ბიზნესი და ეკონომიკა (მეწარმეობა, ფინანსური ტექნოლოგიები, გლობალური ეკონომიკა, ლიდერობა და მართვა) საინფორმაციო ტექნოლოგიები (კიბერუსაფრთხოება, AI-ის განვითარება, ტექნოლოგიებით მართული ტრანსფორმაცია) დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.