იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
დაინტერესებული პირების საყურადღებოდ!

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს კონკურსს “STEM Study Visit to Italy”.

პროექტის ფარგლებში GITA-ს პარტნიორია იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაცია COTEC და იტალიის საელჩო თბილისში.

კონკურსის აპლიკანტებს უნდა ჰქონდეთ დისტანციური და ციფრული სერვისების მიწოდების ცოდნა/გამოცდილება.

გამარჯვებული ორი კანდიდატი სამთვიან უფასო სასწავლო ვიზიტს გაივლის იტალიის ერთ-ერთ წამყვან ინოვაციების ცენტრსა და საერთაშორისო აქსელერატორში.

კანდიდატებს შორის საუკეთესოს შეარჩევს სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი კომიტეტი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება COTEC - ის, GITA - ს და იტალიის საელჩო თბილისში წარმომადგენლების მიერ.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 12 ივნისი.

სასწავლო ვიზიტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/I2Jda
 
მნახველთა რაოდენობა: 217