მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პიკნიკი თელავსა და ბათუმში!
ინიციატივის მიზანია სამეცნიერო კვლევის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ტრანსფერის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდების დაინტერესება და ინტერაქციული სესიების გზით ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
დასასწრებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/CYnFwv47JauiwijEA
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 8 ივნისი, 14:00 საათი
დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ:
მოისმინონ ღია ლექციები და მოკლე მიმოხილვები მეცნიერებისა და ინოვაციების მიმართულებით;
დაესწრონ ვირტუალური რეალობის (VR), ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ტექნოლოგიების დემონსტრაციებს;
გაიცნონ კვლევების კომერციალიზაციის წარმატებული შედეგები და ტექნოლოგიების ტრანსფერის გამოცდილება;
გაეცნონ სამეცნიერო და ინოვაციური პროექტების პრაქტიკულ მაგალითებს;
მიიღონ ინფორმაცია ტექნოლოგიების ტრანსფერის მიმდინარე ინიციატივებსა და შესაძლებლობებზე.
ღონისძიების თარიღები და ლოკაცია:
10 ივნისი, 12:00 | ტექნოპარკი თელავი
14 ივნისი, 11:00 | ტექნოპარკი ბათუმი
მხარდამჭერები: იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.