იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დოქტორანტებისთვის!

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან ერთად აცხადებს მობილობის სტიპენდიას დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის!

კონკურსი ღიაა ყველა მიმართულებისა და სპეციალობის დოქტორანტისათვის, რომელიც ირიცხება ქართულ უნივერსიტეტში.

კონკურსის ძირითადი პირობების თანახმად, პროექტით გათვალისწინებული კვლევითი ვიზიტის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 2 თვეს;

ფონდი და უნივერსიტეტი ერთობლივად შეარჩევენ და მხარს დაუჭერენ დოქტორანტურის საფეხურზე სამი მიწვეული მკვლევრის სამეცნიერო ვიზიტს საფრანგეთში;

პროექტს უნდა ჰყავდეს მასპინძელი დაწესებულება, რომლის ბაზაზეც მიწვეული მკვლევარი განახორციელებს კვლევით და აკადემიურ საქმიანობას;

მასპინძელი უნივერსიტეტი უზრუნველყოფს შესაბამისი მენტორის აყვანას, რომელიც იქნება შესაბამისი სფეროს მკვლევარი;

კონკურსის დაფინანსებას უზრუნველყოფენ ფონდი და უნივერსიტეტი ერთობლივად;

ერთი გამარჯვებული მიწვეული მკვლევრის დაფინანსება შეადგენს 2,100 ევროს ეკვივალენტს ლარში;

მინიჭებული სტიპენდია ფარავს საცხოვრებლის, ავიაბილეთის (ორი მიმართულების) და კვლევასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს.

კონკურსში პროექტის რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად: ა) ელექტრონული რეგისტრაცია – 2025 წლის 22 მაისი - 20 ივნისი 16:00 საათამდე, გრანტების მართვის ერთიან სისტემაში: gmus.rustaveli.org.ge ბ) რეგისტრაცია ფონდის კანცელარიაში - „განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ წარდგენა – 2025 წლის 25 ივნისი 17:00 საათამდე.

დეტალური ინფორმაცია მოცემულია ბმულზე: https://shorturl.at/S1Gbk

 
მნახველთა რაოდენობა: 128