იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუში გარე და შიდა მობილობა დაიწყო!                         
გარემობილობით დაინტერესებული პირების საყურადღებოდ!

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს გარე და შიდა მობილობას 2025/2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;

ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა(180 კრედიტიანი);

ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;

აგრონომიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;

სურსათის ტექნოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;

ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;

ბიოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;

ისტორიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;

ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;

მევენახეობა- მეღვინეობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;

ლინგვისტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;

ეკოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;

საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;

ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა.

2020 და შემდგომი სასწავლო წლების ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული სტუდენტების გარე მობილობით გადმოსვლისათვის, აუცილებელი წინაპირობაა არჩევითი საგნის შესაბამისობა.

მობილობის შედეგების თაობაზე, მონაწილე პირები, სმს შეტყობინებას მიიღებენ.

შეტყობინების მიღებისთანავე სტუდენტმა უნდა მიმართოს მიმღებ უნივერსიტეტს და განაცხადთან ერთად წარადგინოს საკუთარი უნივერსიტეტიდან გამოთხოვილი პირადი საქმის დამოწმებული ასლი.

გარე მობილობაზე რეგისტრაცია გაგრძელდება მიმდინარე წლის 11 თებერვლის 18 საათამდე რეგისტრაცია დაიწყო 28 იანვარს სარეგისტრაციო პორტალზე: students.emis.ge

რეგისტრაციის შემდეგ, მობილობის პროცესში ჩართვისათვის, საქართველოს ბანკის ფილიალებში,მობაილ სერვისებით ან ბანკომატით, სტუდენტმა უნდა გადაიხადოს მობილობის საფასური --40 ლარი.

გარემობილობისათვის წარსადგენი დოკუმენტები:

.განცხადება;

• ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;

• სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) (განმეორებითი მობილობის შემთხვევაში – ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომლებშიც სტუდენტს უსწავლია);

• სტუდენტზე გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტი/ამონაწერი დამოწმებული უნივერსიტეტის ბეჭდით (განმეორებითი მობილობის შემთხვევაში – ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომლებშიც სტუდენტს უსწავლია);

• სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ,უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

• სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. .უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;

• ფოტოსურათი ზომით 3X4 და ელვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);

შიდა მობილობის მსურველი პირებისათვის, ზემოთ აღნიშულ პორტალზე რეგისტრაცია, საჭირო არ არის.

მობილობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს, შემდეგ ნომერზე: 599 747775.

 
მნახველთა რაოდენობა: 60