იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
5 აგვისტოს გარე მობილობა იწყება, დარეგისტრირდი students.emis.ge                          21 აგვისტოს მაგისტრატურაში რეგისტრაცია იწყება!
ივანე ფრანკოს სახელობის საერთაშორისო პრემია

უკრაინის ივანე ფრანკოს საერთაშორისო ფონდი აწესებს ივანე ფრანკოს სახელობის საერთაშორისო პრემიას, რომლის მიზანია, წაახალისოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, რომლებიც აქტიურ კვლევას სოციალური მეცნიერებების სფეროსა და უკრაინათმცოდნეობის საკითხებში ჩაატარებენ.
საერთაშორისო ჟიური შეარჩევს საუკეთესო სამეცნიერო მოხსენებებს. პრემია მოიცავს შემდეგ ნომინაციებს: 1. უკრაინათმცოდნეობის საკითხების კვლევაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის; 2. სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარებისთვის გაწეული დახმარებისთვის.
პირველი პრემია 2016 წლის 27 აგვისტოს, ივანე ფრანკოს დაბადებიდან 160-ე წლისთავთან დაკავშირებით, გაიცემა.
დაწვრილებითი ინფორმაცია პრემიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ფონდის ვებგვერდზე: www.frankoprize.com.ua.

 
მნახველთა რაოდენობა: 17775