იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალი სასწავლო წლიდან  სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისა და ათვისებისათვის, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გადამზადება დაიწყება. ამ მიზნით  2018 წლის 11-16 ივნისს,   იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები  ესპანეთის  ბარსელონასა  და პორტუგალიის პორტოს უნივერსიტეტებში იმყოფებოდნენ.
 კონსორციუმის მეორე შეხვედრა საერთაშორისო პროექტის  ERASMUS+ PRINTEL-ის 585760-EPP-1-2017-1-AM-EPPKA2-CBHE-JP „ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სტუდენტის სწავლის გამოცდილების გაღრმავების მიზნით“ ფარგლებში ჩატარდა.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპროექტო გუნდის წევრებმა,   მასპინძელი  უნივერსიტეტების  წარმომადგენლებთან ერთად,  პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების საჭიროებების მიხედვით,  სამომავლო გეგმებიც ჩამოაყალიბეს.




