2025 წლის 26-27 მაისს ევროპული ინიციატივა NCP4Missions ევროკომისიასთან ერთად ორგანიზებას უწევს
საერთაშორისო პარტნიორების ურთიერთდაკავშირების ონლაინ ღონისძიებას Horizon Europe-ას მისიების მიმართულებით:
- კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია
 - კიბო
 - ჯანსაღი ოკეანე და წყლები
 - კლიმატნეიტრალური და ჭკვიანი ქალაქები
 - ევროპის ნიადაგის შეთანხმება
 - გამჭოლი აქტივობები
 
აღნიშნული საერთაშორისო საპარტნიორო ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს დაინტერესებულ აპლიკანტებს 2025 წლის მისიების მიმართულებით გამოცხადებული კონკურსებისათვის პარტნიორების მოძიებასა და კონსორციუმის ჩამოყალიბებაში.
ღონისძიებაზე რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს

