იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
15 ოქტომბერს თესაუში სამეცნიერო ფესტივალი-2025 გაიმართება. დასაწყისი 13 საათზე.                         
ტრენინგი საპროექტო განაცხადის მოსამზადებლად

მკვლევარებისა და ინოვატორებისათვის ევროკომისია სამდღიან ტრენინგებს იწყებს. ევროკავშირი-საქართველოს კვლევისა და ინოვაციების თანამშრომლობის მხარდაჭერით, მსურველები საპროექტო განაცხადის მომზადებას, ან უნარების გაუმჯობესებას შეძლებენ.

ტრენინგის მიზანია მონაწილეებმა ,,ჰორიზონტი ევროპას"-ევროკომისიის უმსხვილესი პროგრამის მოთხოვნების შესაბამისი საპროექტო განაცხადების შედგენა შეძლონ. ტრენინგის ფარგლებში დახმარებას მიიღებენ, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში დასაქმებული მკვლევრები. მოწვეული ექსპერტები, ტრენინგის მონაწილეებს ინდივიდუალურ კონსულტაციას გაუწევენ და წამოწყებებში მხარს დაუჭერენ.

ტრენინგი ჩატარდება თბილისში, ჰორიზონტი ევროპა საქართველოს ეროვნულ ოფისში, 6-დან 10 თებერვლამდე. ტრენინგის სამუშაო ენაა ინგლისური.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://horizoneuropegeorgia.service-facility.eu/

რეგისტრაციისთვის კი, შეავსეთ ფორმა

https://horizoneuropegeorgia.service-facility.eu/en/registration-form

 

 
მნახველთა რაოდენობა: 13854
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.