2026 წლის 24 აგვისტოს, YALA (BSB01271) პროექტის ფარგლებში, პროექტის ექსპერტმა შალვა ჭკადუამ სამუშაო შეხვედრა გამართა თელავის მუნიციპალურ ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოსთან.
შეხვედრაზე ექსპერტმა წარადგინა პრეზენტაცია თემაზე — „ახალგაზრდების ხმა ადგილობრივი გადაწყვეტილებებისთვის: თეორიული ჩარჩო, სამართლებრივი შესაძლებლობები და მოქმედების გეგმა“. პრეზენტაცია შეეხებოდა ახალგაზრდების ჩართულობის პრაქტიკულ მექანიზმებს, ადგილობრივ თვითმმართველობაზე გავლენის ფორმებს, მოქალაქეთა მონაწილეობის სამართლებრივ შესაძლებლობებსა და ახალგაზრდული ინიციატივების ფორმალურ გადაწყვეტილებებში გარდაქმნის გზებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდული საკითხების მუნიციპალურ დღის წესრიგში შეტანის, წინადადებების მომზადების, შესაბამისი ფორმალური არხების გამოყენებისა და მიღებული შედეგების საჯარო მონიტორინგის საკითხებს. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს კონკრეტული ახალგაზრდული გამოწვევების იდენტიფიცირებაზე და შემდგომი საქმიანობის დაგეგმვაზე.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შესაძლებლობების გაძლიერებას და ახალგაზრდების უფრო ეფექტიან ჩართულობას ადგილობრივ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
YALA (BSB01271) პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ Interreg NEXT Black Sea Basin Programme-ის ფარგლებში.






