იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
5 აგვისტოს გარე მობილობა იწყება, დარეგისტრირდი students.emis.ge                          21 აგვისტოს მაგისტრატურაში რეგისტრაცია იწყება!
თესაუს პროფესორების სამუშაო ვიზიტი საფრანგეთში

       იაკობ  გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  რექტორი ირმა შიოშვილი,  ტურიზმის მიმართულების ასოცირებული პროფესორი თამარ თამარაშვილი და საერთაშორისო  ურთიერთობების  სამსახურის  ხელმძღვანელი  თამარ ასლანიშვილი 22 -28 აპრილს, საფრანგეთის ქალაქ ლიონში, პაულ ბოკუსის ინსტიტუტში, იმყოფებოდნენ.

        ერასმუს +  პროექტის ფარგლებში,  შეხვედრები   საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელთან,  მეთიუ მოუტონთან,  მსოფლიო უნივერსიტეტების ალიანსის ქსელის ხელმძღვანელთან,   შარლოტა ჯასკუერთან, კვლევითი  ცენტრის  დირექტორთან  აგნეს გიბორეაუსთან  და სხვა პირებთან  გაიმართა.

      შეხვედრებზე,  რომლებსაც  საერთაშორისო მობილობაზე  პასუხისმგებელი  პირი ელენა კამილეტი ესწრებოდა,    მხარეებმა  ერთმანეთს  გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო ურთიერთობის  გეგმები  დასახეს.

     პაულ ბოკუსის ინსტიტუტის თანამშრომლები  თელავის  სახელმწიფო უნივერესიტეტს   შემოდგომაზე  ეწვევიან.

 
მნახველთა რაოდენობა: 24233