იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუში გარე და შიდა მობილობა დაიწყო!                         
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო პროექტის პარტნიორი გახდა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი Erasmus+ის უმსხვილესი პროექტის პარტნიორი გახდა.

ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ინოვაციურ ინსტიტუციური განვითარების პროექტში, განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით, ბელგიიის, იტალიის, ესპანეთის, უკრაინისა და კავკასიის რეგიონის უნივერსიტეტები ჩაერთვებიან.

3E-Partnership პროექტი განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით ლაბორატორიების საერთაშორისო ქსელის ფორმირებას, მსხვილი კვლევითი პროექტების განხორციელებას, სასწავლო მასალებისა და კურსების შემუშავებას, ცნობიერების ამაღლებას და ტრენერების გადამზადებას ისახავს მიზნად.

პროექტი 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 18453