იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის “PROVE’-ის კონსორციუმის შეხვედრა გაიმართა.
პროექტის „ღირებულებითი განათლების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის" ფარგლებში შეხვედრას ესწრებოდნენ პარტნიორები ევროპის ქვეყნებიდან და სომხეთიდან.აზერბაიჯანელი კოლეგები შეხვედრას ონლაინ-რეჟიმში ესწრებოდნენ.
სამი სამუშაო დღის განმავლობაში, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს პროექტის მიზნები, ამოცანები, აგრეთვე სამუშაო პაკეტების ლიდერების უფლება - მოვალეობები და გეგმა-გრაფიკი.
მხარეებმა აქტიური დისკუსია გამართეს ადმინისტრაციული საკითხებისა და დროში გაწერილი ამოცანების შესრულების პროცესების შესახებ.
პირველი სამუშაო პაკეტის ლიდერებმა, საბერძნეთის ჩრდილო მაკედონიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა წარადგინეს კითხვარების მომზადების და ფოკუს ჯგუფების ჩატარების მეთოდოლოგია, განისაზღვრა მიზნობრივი ჯგუფები და დაინტერესებული მხარეები, რომლებმაც მონაწილეობა უნდა მიიღონ საჭიროებათა ანალიზის კითხვარების შევსებაში.
შეხვედრაზე ასევე შეარჩიეს დისემინაციის სამუშაო პაკეტის ლიდერის მიერ მომზადებული ლოგო, განიხილეს ხარისხის უზრუნველყოფის როგორც შიდა, ასევე გარე მექანიზმები, ფინანსური და ადმინისტრაციული მენეჯმენტის საკითხები.
შეხვედრის მონაწილეებმა დაგეგმეს პირველი სასწავლო ვიზიტი ავსტრიაში, ქალაქ ზალცბურგში 2025 წლის მაისში.
პროექტის ძირითადი მიზანი სამხრეთ კავკასიის საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ღირებულებითი განათლების ხელშეწყობა, შესაბამისი კურსების შემუშავება, პროფესორ-მასწავლებლების გადამზადება და უნვერსიტეტების გარეთ არსებული საზოგადოების ამ პროცესებში აქტიური ჩართულობაა.
პროექტის კოორდინატორია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.