თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების პროექტი „GastroTour“ ოფიციალურად დაიწყო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კონსორციუმის პარტნიორები საქართველოდან, სამხრეთ აფრიკიდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან და ჩეხეთის რესპუბლიკიდან.
შეხვედრის მონაწილეებს შორის იყვნენ, როგორც აკადემიური სფეროს, ისე ღვინის ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები.
ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარე შეხვედრამ საფუძველი ჩაუყარა სამწლიან თანამშრომლობას, რომლის მიზანია ენო/გასტროტურიზმის სექტორში უნივერსიტეტსა და ინდუსტრიას შორის კავშირის გაღრმავება განათლების, ინოვაციების და სტრატეგიული პარტნიორობების გზით.
სამდღიანი შეხვედრის ფარგლებში პარტნიორებმა ერთობლივად დაგეგმეს, ვორქშოფები, ვიზიტები და პროექტის ფარგლებში შესამუშავებელი კურსები, განიხილეს პროექტის მიზნები და 2025 წლის სამოქმედო გეგმა, შეაფასეს პროექტის საგანმანათლებლო საჭიროებები, ფინანსური და ადმინისტრაციული მენეჯმენტი, პროექტის დისემინაციის სტრატეგია.
ადგილობრივ ღვინის საწარმოებში მონაწილეები საქართველოს გასტროტურისტული პოტენციალს გაეცნენ.