იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნული სამუშაო შეხვედრა პროექტის ETHICS ფარგლებში

23-24 ივნისს თელავში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის - კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა ქართულ უნივერსიტეტებში – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა (ETHICS) ეროვნური სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრაში პროექტის პარტნიორი 10 ქართული უნივერსიტეტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პროექტის კოორდინატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

შეხვედრაზე საუნივერსიტეტო კვლევის კეთილსინდისიერების და ეთიკის საჭირო რესურსების პოლიტიკის დოკუმენტების, კვლევის კეთილსინდისიერებისა და ეთიკის საბჭოს ჩამოყალიბებისა და სერვისების შექმნა-გაუმჯობესების საკითხები განიხილეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 239
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.