იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
5 აგვისტოს გარე მობილობა იწყება, დარეგისტრირდი students.emis.ge                          21 აგვისტოს მაგისტრატურაში რეგისტრაცია იწყება!
თესაუს წარმომადგენლები ჩეხეთში იმყოფებოდნენ

ჩეხეთის რესპუბლიკის, ქალაქ ბრნოს მასარიკის უნივერსიტეტში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ ETHICS კონსორციუმის საერთაშორისო შეხვედრა ჩატარდა.

3- 4 სექტემბერს გამართულ შეხვედრებს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები, პროექტის მენეჯერი მაკა კოჭაური, აკადემიური კეთილსინდისიერებისა და სტუდენტთა კონსულტაციის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო კახაშვილი და პროექტის ტრენერი სოფიო არსენიშვილი ესწრებოდნენ.

კონსორციუმის წევრებმა, მონაწილეებს შესრულებული სამუშაოს დეტალური ანგარიში წარუდგინეს. ასევე, განიხილეს მიმდინარე პროცესები და ის აქტივობები, რომელთა განხორციელებაც პროექტის ფარგლებში მოხდება.

პროექტის ძირითადი მიზანი ქართულ უნივერსიტეტებში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით არსებული მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესებაა.

პროექტს კოორდინირებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უწევს.

 
მნახველთა რაოდენობა: 144