იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სასწავლო ვიზიტი საბერძნეთში

2026 წლის 8–13 მარტს, დასავლეთ მაკედონიის უნივერსიტეტმა პროექტ PROVE – Promoting Values Education in South Caucasus Higher Education Institutions-ის კონსორციუმის სასწავლო ვიზიტს უმასპინძლა.

ევროპისა და სამხრეთ კავკასიის პარტნიორმა უნივერსიტეტებმა პროექტის პროგრესი, თანამშრომლობის გაძლიერებისა და განათლების მიმართულებით პროფესიული უნარების განვითარების საკითხები განიხილეს.

შეხვედრების ფარგლებში პარტნიორებმა წარადგინეს შუალედური ანგარიშთან დაკავშირებული მიღწევები, იმსჯელეს დისემინაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე და 2026 წლის მომავალი აქტივობები დაგეგმეს.

პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი VaKE (Values and Knowledge Education) მეთოდოლოგიის ტრენინგებს დაეთმო.

მონაწილეებმა განიხილეს ინოვაციური სწავლების მიდგომები, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სასწავლო სცენარების შექმნაში.

პარტნიორებმა ასევე VaKE მეთოდის უნივერსიტეტებში დანერგვის გამოცდილება გააზიარეს.

ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებმა მოინახულეს თესალონიკის ევოსმოს-კორდელიოს ინტერკულტურული სკოლა, სადაც ინკლუზიური და ინტერკულტურული განათლების პრაქტიკას გაეცნენ.

პროექტ PROVE-ის კოორდინატორია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 
მნახველთა რაოდენობა: 42
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.