იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს--აირჩიე 071!
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობა ENRICHER Hubs პროექტის მეორე დისემინაციის კონფერენციაში

მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში (MSU), ქალაქ კიშინიოვში, Erasmus+ პროგრამის უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების (CBHE) პროექტისმწვანე ტურიზმის კონცეფციის შემუშავება განათლების საშუალებით“ (ENRICHER Hubs) ფარგლებში გაიმართა პროექტის მეორე დისემინაციის კონფერენცია.

ღონისძიებაში საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.  

კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო აკადემიური საზოგადოების, საერთაშორისო პარტნიორების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, სადაც განხილულ იქნა მწვანე ტურიზმის განვითარების თანამედროვე მიდგომები, მდგრადი განვითარების პრინციპები, განათლების როლი ტურიზმის სექტორის ტრანსფორმაციაში და პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები.

მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, საუკეთესო პრაქტიკები და ინოვაციური მიდგომები, რომლებიც ხელს უწყობს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაძლიერებასა და მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.

კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტების სინერგიის (Synergy Projects) სესიას, რომლის მიზანი იყო სხვადასხვა საერთაშორისო ინიციატივებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. აღნიშნულ სესიაზე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის უფროსმა, თამარ ასლანიშვილმა, წარადგინა Erasmus+ CBHE პროექტი „GastroTour“, რომლის კოორდინატორია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტში ქართველ პარტნიორებად ჩართულნი არიან კავკასიის უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო საერთაშორისო პარტნიორებს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები წარმოადგენენ. სინერგიის სესია მნიშვნელოვანი პლატფორმა აღმოჩნდა მსგავსი თემატიკის პროექტებს შორის კავშირების გაძლიერებისთვის, თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების გამოვლენისა და პროექტების მდგრადი შედეგების ხელშეწყობისთვის.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო პროექტებში ჩართულობას და მხარს უჭერს მწვანე ეკონომიკის, მდგრადი ტურიზმისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას.

 
მნახველთა რაოდენობა: 20
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.